ფხიზელი მძღოლი — მძღოლი გამოძახებით 24/7
დალიე მშვიდად, საჭესთან დაჯდომაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ. დარეკვიდან 15-20 წუთში გამოცდილი მძღოლი მოვა შენთან და შენივე მანქანით უსაფრთხოდ მიგიყვანს სახლამდე. ვმუშაობთ 24/7 თბილისსა და მის შემოგარენში — არანაირი ზედმეტი სტრესი და მოულოდნელი ტარიფები.
2 000+ კმაყოფილი მძღოლი • საშ. მოსვლის დრო 15-20 წთ
3 მარტივი ნაბიჯი
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ
დარეკეთ ნომერზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ში. გვითხარით სად იმყოფებით და სად გსურთ წასვლა.
მძღოლის მოსვლა
უახლოესი თავისუფალი მძღოლი მაშინვე დაიძვრება და 15-20 წუთში იქნება თქვენს მანქანასთან.
მშვიდი მგზავრობა
მოკალათდით მგზავრის სავარძელზე და დაისვენეთ. ჩვენი მძღოლი უსაფრთხოდ და კომფორტულად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.
გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
ნამდვილი 24/7 რეჟიმი
ვმუშაობთ უქმეებზე, დღესასწაულებზე და ღამის 4 საათზეც — ზარს ყოველთვის ცოცხალი ოპერატორი პასუხობს.
გამოცდილი მძღოლები
ჩვენი მძღოლები წლებია საჭესთან არიან. თავისუფლად მართავენ როგორც მექანიკურ, ისე ავტომატურ და პრემიუმ კლასის ავტომობილებს.
სწრაფი რეაგირება
ეკიპაჟები თბილისის სხვადასხვა უბანში მორიგეობენ, ამიტომ გამოძახებიდან საშუალოდ 15-20 წუთში თქვენთან ვართ.
თქვენი ქონების მოფრთხილება
თქვენს ავტომობილს ვმართავთ მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით, თითქოს საკუთარი იყოს.
გამჭვირვალე ფასები
ტარიფს წინასწარ, ტელეფონზევე ვათანხმებთ. ჩამოსვლის შემდეგ არაფერი ემატება — არანაირი ფარული გადასახადი.
კომფორტი საკუთარ ავტომობილში
სახლში ბრუნდებით თქვენივე ავტომობილით — მეორე დღეს ტაქსით უკან დაბრუნება და მანქანის ძებნა აღარ გიწევთ.
24/7 ხელმისაწვდომი — დაგვირეკეთ ახლავე
☎ მძღოლის გამოძახებარას გთავაზობთ mdzgholi.ge?
ავტომობილის გადაადგილებასა და ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებული სერვისები — სწრაფად, საიმედოდ და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.
ფხიზელი მძღოლი
დალიე მეგობრებთან ერთად უდარდელად. გამოცდილი მძღოლი მოვა ადგილზე, ჩაჯდება შენს საჭესთან და მშვიდად მიგიყვანს სახლამდე. 24/7, ნებისმიერ ამინდში.
დეტალები →პირადი მძღოლი
სრულ ან ნახევარ განაკვეთზე პირადი მძღოლის სერვისი: საქმიანი შეხვედრებიდან დაწყებული, ოჯახის წევრებისა და ბავშვების კომფორტული გადაადგილებით დამთავრებული.
დეტალები →ევაკუატორი
ავტომობილი გაჩერდა, დაზიანდა ან ავარიაში მოყევით? ჩვენი ევაკუატორი მოვა 15-20 წუთში და თქვენს მანქანას უსაფრთხოდ გადაიყვანს სასურველ პროფილაქტიკაში ან ეზოში.
დეტალები →მანქანის რეცხვა
დაზოგეთ დრო და ენერგია: მოვალთ მითითებულ მისამართზე, წავიყვანთ ავტომობილს, უმაღლეს დონეზე გავრეცხავთ და უკან დაგიბრუნებთ.
დეტალები →აეროპორტის ტრანსფერი
პუნქტუალური და კომფორტული მგზავრობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებამდე, ასევე ნებისმიერი საქალაქთაშორისო მიმართულებით.
დეტალები →აკუმულატორის დატენვა
დაჯდა აკუმულატორი? ჩამოვალთ 15-20 წუთში თანამედროვე ციფრული ბუსტერით და ადგილზევე დავქოქავთ ავტომობილს ელექტრონიკის დაუზიანებლად.
დეტალები →საბურავის შეცვლა
საბურავი დაგეშვათ გზაში? მოვალთ ადგილზე, დავაყენებთ სათადარიგო ბორბალს, შევამოწმებთ წნევას ან ადგილზევე შევაკეთებთ ნაჩხვლეტს.
დეტალები →ფხიზელი მძღოლი გამოძახებით — mdzgholi.ge
მძღოლის გამოძახება — ეს არის სიმშვიდე, უსაფრთხოება და კომფორტი ერთ სერვისში. mdzgholi.ge გთავაზობთ ფხიზელი მძღოლის მომსახურებას 24 საათის განმავლობაში, კვირის 7 დღე. ჩვენი მძღოლი გამოძახებით ჩამოდის 15–20 წუთში, ჯდება თქვენს საჭესთან და საკუთარი ავტომობილით უსაფრთხოდ მიგიყვანთ სახლამდე.
ფხიზელი მძღოლის გამოძახება განსაკუთრებით მოსახერხებელია სუფრის, წვეულების, კორპორატიული საღამოს ან უბრალოდ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც გადაღლილობის გამო საჭესთან დაჯდომა სახიფათოა. მძღოლის გამოძახებისთვის დაგვირეკეთ +995 568 83 47 07-ზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ში — და უახლოესი თავისუფალი ეკიპაჟი მაშინვე გამოემართება თქვენკენ.
აკუმულატორის დატენვა და დამჯდარი აკუმულატორის დამუხტვა თბილისში 24/7
mdzgholi.ge-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია აკუმულატორის დატენვა — დამჯდარი აკუმულატორის დამუხტვა ადგილზევე, ძვირადღირებული ევაკუატორის გარეშე. არ იქოქება ძრავი? არ რეაგირებს სტარტერი? ჩვენი ტექნიკური დახმარება ჩამოდის 15-20 წუთში და პროფესიონალური ციფრული ბუსტერით (Jump Starter) ადგილზევე დაქოქავს თქვენს ავტომობილს — ყოველგვარი ზიანის გარეშე თანამედროვე ელექტრონიკისთვის.
აკუმულატორის დამუხტვა და დატენვა გამოძახებით ხელმისაწვდომია თბილისის ყველა უბანში: ვაკე, საბურთალო, დიდუბე, გლდანი, ისანი, ნაძალადევი, სამგორი, ჩუღურეთი — 24 საათი, კვირის 7 დღე. ადგილზევე ვამოწმებთ გენერატორს (დინამოს) და აკუმულატორის რეალურ რესურსს, საჭიროების შემთხვევაში კი ახალ, გარანტიან ბატარეას მოგიტანთ და დაგიყენებთ.
მოძველებული მეთოდი — ე.წ. პერემიჩკა (კაბელები სხვა მანქანიდან) თანამედროვე ავტომობილებისთვის სახიფათოა: ძაბვის ნახტომმა შესაძლოა დააზიანოს ძვირადღირებული ბორტ-კომპიუტერი და ელექტრონული მოდულები. mdzgholi.ge-ის სპეციალისტები იყენებენ ინტელექტუალურ ბუსტერებს ძაბვის დაცვით — 100%-ით უსაფრთხო აკუმულატორის დატენვა თბილისში.
მანქანის დაქოქვა გამოძახებით — ბუსტერით, ადგილზე, 24/7
მანქანის დაქოქვა გამოძახებით — ეს არის სწრაფი და მოსახერხებელი გამოსავალი, როდესაც ავტომობილი მოულოდნელად უარს ამბობს დაქოქვაზე. ავტომობილის დაქოქვა ადგილზე ხდება ავტონომიური ბუსტერის (Jump Starter) გამოყენებით — რაც გამორიცხავს მეზობლის ან გამვლელის ძებნის საჭიროებას.
მანქანის დაქოქვა ავტომატიკა — ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების დაქოქვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ჩვენმა სპეციალისტებმა იციან, რომ ავტომატიკის მანქანის პერემიჩკა არაპროფესიონალური კაბელებით გაუმართლებელია — ამიტომ ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ ბუსტერს, სტაბილური იმპულსური დენის მიწოდებით.
პერემიჩკა გამოძახებით თუ ბუსტერით მანქანის დაქოქვა — ნებისმიერ სიტუაციაში, mdzgholi.ge-ის ეკიპაჟი 15-20 წუთში მოვა თქვენს მისამართზე. სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის ნებისმიერ ლოკაციაზე, 24/7 რეჟიმში. გამოიძახეთ სპეციალისტი →